ახალციხეში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიცია.
,,ახალციხეში, რკინიგზის სადგურზე გახსნილ უბანზე შესულ მოქალაქეს პირდაპირ მიუთითეს, რომ 48 შემოეხაზა, რის გამოც ოქმი უკვე დაიწერა.
გარდა ამისა, გადასატან ყუთებზე გამოყენებულია მანქანები, რომლებსაც აქვთ ტრაფარეტად 48 ნომერი, გადაღებული მაქვს ეს ყველაფერი, პირადად მე ჩამოვხსენი მეორე უბანზე.
რუსულ სკოლასთან ამ წუთშიც ასეა.. ასეთი მდგომარეობაა ვალესა და ყველა უბანზე.
ყველა უბანზე, სადაც მანქანები დგას, ტრაფარეტი აქვს 48. იერიშზე არიან გადასულები" – აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე.
ახალციხის ოლქში, მე–4 უბანზე ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა. დაწერილი საჩივრის ფოტოს გაერთიანებული ოპოზიცია ავრცელებს.