ახალციხის 35–ვე საუბნო საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 18%–ია.
ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან ოთხ საათში, მოქალაქეობრივი ვალი 6 248 ამომრჩეველმა მოიხადა.
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ორი საჩივარია დაწერილი. #21 სოფელ სხვილისის უბანთან, ავტომობილებს სალომე ზურაბიშვილის ნომრები აქვთ მიკრული.
28–ე უბანზე კი საჩივარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დაწერა. მისი თქმით, კომისიის მდივანმა უბანზე შესული მოქალაქეების რეგისტრაცია დააგვიანა.
ოლქის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ორივე საჩივარზე დაიწერა, რომ დარღვევა აღმოფხვრილია.