ირაკლი კობახიძე ბაკურიანში ბიატლონის ახალი 3.5 კმ-იანი ტრასა გახსნა
13:02 / 01.02.2025
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის − „ბაკურიანი 2025-ის“ სამზადისთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში ბიათლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობა დაასრულა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბიათლონის ახალი ტრასა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს.
ბაკურიანში ბიათლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 2024 წელს დაიწყო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 18.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
3.5 კმ სიგრძის ბიათლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ჩატარდა სათხილამურო ტრასის განათების სისტემის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ასევე, იტალიური კომპანიის მიერ მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რისთვისაც ჩატარდა წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს თბილისიც უმასპინძლებს, რისთვისაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობაც დაასრულა.
ყინულის არენაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები. მოედანი მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა და ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ცნობადობისა და ტურიზმის ზრდას, ისე ზამთრის სპორტული სახეობების განვითარებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.