არჩევნები
ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შუა კვირაში დანიშვნას 2013 წელს აპროტესტებდა
„მილიონ ორასი ათასი ემიგრანტი გვყავს ჩვენ გარეთ. როგორ მოახერხებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას 2013 წელს.

მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის დღედ ხუთშაბათი შეირჩა.

სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის კრიტიკაც მოჰყვა. საბოლოოდ, არჩევნები არასამუშაო დღეს ჩატარდა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს დანიშნა.

მანამდე ემიგრანტებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვები გაავრცელეს და ცესკოს მოუწოდეს, რომ მეორე ტურის თარიღად არასამუშო დღე შეერჩია. რადგან სხვა შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.

| Print |