აბასთუმანში გამართული არჩევნების შედეგები ცნობილია
19 მაისის შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვა. გენადი ბოლქვაძემ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიიღო.
გაბათილდა 12 ბიულეტენი, გადასატანი ყუთით ხმა მისცა 33 ამომრჩეველმა, ხოლო 490 ბიულეტენი გამოუყენებელი დარჩა. მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:
10 ხმა - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - გიორგი კოღუაშვილი;
5 ხმა - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - ზურაბ ხუციშვილი;
4 ხმა - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - მედეა სოლოდკო;
3 ხმა - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ანიკო ბუცხრიკიძე;
2 ხმა - „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” - დავით ალხანაშვილი;
4 ხმა - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ცისანა მელიქიძე;
6 ხმა - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” - დავით ბახტაძე;
4 ხმა - „ქრისტიან-კონსერვატორები” - გრიგორი დარსანია;
584 ხმა - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - გენადი ბოლქვაძე.