არჩევნები
არლის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი არ მონაწილეობს

 

2019 წლის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის წარსადგენად, საინიციატივო ჯგუფებისთვის მიცემული ვადა 10 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. #38 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა მაჭარაშვილის თქმით, საინციატივო ჯგუფს მათთვის არ მიუმართავს.

პარტიებს კანდიდატის რეგისტრაციისთვის ვადა 27 სექტემბერს ეწურებათ.

27 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ არლის #3 უბანზე გაიმართება. ადგილობრივები საკრებულოს დეპუტატს აირჩევენ.

 

| Print |