არჩევნები
დეპუტატობის ერთადერთი კანდიდატი უბანზე მივიდა (ფოტო)
სოფელ არალში, შუალედური არჩევნებისა და მმართველი პარტიის ერთადერთმა კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ზურაბ ფეიქრიშვილი #3 უბანზე ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. მოქალაქეობრივი ვალის მოხდის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ხედავთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მინდა ჩემს მეგობრებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ხმა მივეცით ჩვენი სოფლის მომავალს, წინსვლას, წარმატებას. ვდგავართ იმ მხარეს, რომელ მხარესაც არის სიმართლე, პატიოსნება და ამ მხარეს "ქართული ოცნება" წარმოადგენს", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.
გააზიარეთ :