არჩევნები
„ევროპულმა საქართველომ“ ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა
ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო“ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები დაასახელა. ნინოწმინდა-ახალქალაქში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად არსენ კარაპეტიანი იბრძოლებს. ის ჯავახეთში რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
პარტიას დღეს ასპინძა-ახალციხე-ბორჯომი-ადიგენის ოლქში კანდიდატი არ წარუდგენია. აქ გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ვანო მერაბიშვილი მოიაზრება.
ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში უკვე დაასახელა კანდიდატი "ქართულმა ოცნებამ". აქ მანდატისთვის სამველ მანუკლიანი იბრძოლებს. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და პარლამენტის წევრი მმართველი პარტიის სიით გახდა.
გააზიარეთ :