„ევროპულმა საქართველომ“ სამცხის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ქვეყნის პარლამენტში სამცხის ოლქის წარსადგენად ზურაბ ჩილინგარაშვილი იბრძოლებს. კანდიდატი მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ ფოთში, ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე წარუდგინა.
ზურაბ ჩილინგარაშვილის გარდა „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში – ლევან თარხნიშვილი. დავით ბაქრაძემ, ასევე თერჯოლის მერის არჩევნებში როლანდ მესხის კანდიდატურა წარადგინა.
„იცით რომ მაჟორიტარული ოლქების დიდ ნაწილში ჩვენ უკვე დავასახელეთ ჩვენი კანდიდატები. დღეს წარმოგიდგენთ სამ ადამიანს, ორი მათგანი პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებისთვის და ერთი თერჯოლაში მერობისთვის იბრძოლებს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ შეგვიძლია სწორ გზაზე გავიყვანოთ ეს ქვეყანა“ – განუცხადა მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ.