ახალციხის #37
საოლქო საარჩევნო ოლქს ისევ თეა გავაშელი უხელმძღვანელებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის
წინ მიიღო. ,,მე–9 არხს“ ინფორმაცია ცესკოს საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა დაუდასტურა.
კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ
კონკურსში
განაცხადი ხუთმა კონკურსანტმა შეიტანა. ესენი იყვნენ: ლია
სუდაძე, თეა გავაშელი, როინ თაქთაქიძე, მართა გელაშვილი
და ნინო აჩელაშვილი-ხოსიტაშვილი. მათ შორის არჩევანი ისევ
ყოფილ თავმჯდომარეზე გაკეთდა.
თეა გავაშელი “მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ საოლქო საარჩევო კომისიის თავმჯდომარედ ხუთი წლის ვადით აირჩიეს.
იგი, აღნიშნულ თანამდებობას ოფიციალურად მას შემდეგ დაიკავებს, რაც საარჩევნო კომისიის ხუთი მოქმედი წევრი მის კანდიდატურას კენჭს უყრის.
|