სამცხის ოლქიდან არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი იღებს
ცესკომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საბოლოო სიები წარადგინა. სიის მიხედვით, სამცხის ოლქში, არსებულ 12 კანდიდატს მაჟორიტარობის კიდევ 2 კანდიდატი დაემატა. რამაზ გელაშვილი – პარტია "საქართველოს", ხოლო მარიამ ჭრელაშვილი "შეცვალე საქართველოს" წარადგენს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომი-ახალციხე-ასპინძა-ადიგენის საარჩევნო ოლქში, მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 14 კანდიდატს შორის მოუწევს.
სამცხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
№ 2 - "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - ზურაბ ჩილინგარაშვილი;
№ 4 - "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა" - გელა კვარაცხელია;
№ 5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ვაჟა ჩიტაშვილი;
№ 8 - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - დავით გოგიჩაიშვილი;
№ 10 - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - გიორგი ჩიტაური;
№ 14 - "ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი" - მარიზა ჯიქია;
№ 19 - "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ბესარიონ ფოფხაძე;
№ 20 - "საქართველო" – რამაზ გელაშვილი;
№ 21 - "თავისუფალი საქარეთველო" - გოდერძი კუბლაშვილი;
№ 30 - "შეცვალე საქართველო" – მარიამ ჭრელაშვილი;
№ 31 - "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" - ზურაბ ხუციშვილი;
№ 41 - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ანტონ ობოლაშვილი;
№ 55 - "ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა"- ოლეგ სანდროშვილი;
№ 56 - "ლელო - საქართველო" - იზო ლომიძე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველში 31 ოქტომბერს გაიართება.
ფოტოს ავტორი: ჯაბა ნათენაძე