ჯავახეთის ოლქში მაჟორიტარობის 9 კანდიდატია
ცესკომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეთა საბოლოო სია გამოაქვეყნა. სიის მიხედვით ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 9 კანდიდატია, მათ შორის ერთი - ენზელ მკოიანი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
ჯავახეთის ოლქში კანდიდატების სია ასე გამოიყურება:
№ 2 - "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - არსენ კარაპეტიანი;
№ 5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - მელიქ რაისიანი;
№ 8 - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - არტაშეს ჰაკობიანი;
№ 14 - "ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი" - დიანა არუთუნიანი;
№ 20 - "საქართველო" – მიხეილ შიოშვილი;
№ 21 - "თავისუფალი საქარეთველო" - ამირან ჭაღალიძე;
№ 30 - "შეცვალე საქართველო" – ელზა გრიგორიანი;
№ 41 - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - სამველ მანუკიანი;
№ 61 - საინიციატივო ჯგუფი - ელზელ მკოიანი;
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველში 31 ოქტომბერს გაიმართება.