არჩევნები
ახალციხეში "ქართული ოცნების" ლიდერებმა კანდიდატი წარადგინეს
"ქართული ოცნების" ლიდერები ქალაქ ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას შეხვდნენ. მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს გიორგი გახარიამ, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. ახალციხეში ბექა ჯაყელის ქუჩა და გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი გექნებათ - განაცხადა პრემიერმა. გახარია ახალციხელებს 24-საათიან წყალმომარაგებას დაპირდა.
ახალციხეში შეხვედრამდე ანტონ ობოლაშვილი ბორჯომის მოსახლეობას წარუდგინეს. მმართველი პარტიის გუნდი ახალციხის შემდეგ, ადიგენის ამომრჩეველს შეხვდება. ხვალ, 13 ოქტომბერს დაგეგმილია ასპინძის ამომრჩეველთან შეხვედრა.
გააზიარეთ :