არჩევნები
არჩევნების საბოლოო შედეგები სამცხე-ჯავახეთში (ინფოგრაფიკა)
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. მონაცემების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" 90 მანდატი მოიპოვა, მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთის ორ ოლქში მოპოვებული შედეგიც.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სამცხე-ჯავახეთში შექმნილ ორივე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარდგენილმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. არც სამცხესა და არც ჯავახეთში მეორე ტურის გამართვის საჭიროება არ დამდგარა, რადგან მმართველი პარტიის კანდიდატებმა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმა მიიღეს.
სამცხის #17 მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა, 14 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო რეგიტრირებული. 111 საარჩევნო უბნის საბოლოო შედეგები ასე გადანაწილდა:
რაც შეეხება #18 მაჟორიტარულ ოლქს, სადაც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები იყო გაერთიანებული. აქ ცხრა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მონაწილებდა. 109 უბნის ხმების დათვლის შემდეგ, საბოლოო შედეგები ასეთია.
ორივე ოლქში, პროპორციული სისტემითაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მმართველმა პარტიამ 59.12% სამცხის, 66.77% კი ჯავახეთის ოლქში მიიღო.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
გააზიარეთ :