“ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებული კანდიდატი “ქართული ოცნების” კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ვაჟა ჩიტაშვილი, თითოეულ ამომრჩეველს მადლობას უხდის და საჭიროების შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას ისევ ჰპირდება.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა ჩიტაშვილმა არჩევნების მეორე ტურში 53 უბნიდან მხოლოდ ვალის ორ უბანზე გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების 69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” და “ნაციონალური მოძრაობიდან” მონაწილეობდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რუსუდან გვარამაძე, ბექა ზედგინიძე.
|