არჩევნები
"ნაციონალურმა მოძრაობამ" სამცხე-ჯავახეთში მერობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ პირდაპირ ეთერში დაასახელა ის პირები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში პარტიის სახელით იბრძოლებენ.
ახალციხეში დავით ბალიაშვილი, ახალქალაქში მელიქ რაისიანი, ნინოწმინდაში ავაკ ბდოიანი, ბორჯომში კი გივი ჯოლბორდი.
ცოტა ხნის წინ პარტიამ კანდიდატები ასპინძასა და ადიგენში წარადგინა.
გააზიარეთ :