ახალციხის #4 უბანზე, ერთი ბიულეტენი დაიკარგა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ბიულეტენი გარეთ გაიტანეს და ,,ქართული ოცნება” ე.წ. კარუსელის დატრიალებას ცდილობს.
კომისიის თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ რეგისტრატორმა ბიულეტენი ამომრჩეველს გადასცა, ხელმოწერის გაკეთება კი დაავიწყდა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, აღნიშნულის გამო, საჩივარი დაწერეს. ამავე უბანზე ბიულეტენი პირველ ტურზეც დაიკარგა. 8 ოქტომბერს #4 უბანზე არჩევნები, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა მოიგეს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მეორე საჩივარიც დაწერეს. კომისიის წევრებმა პარტიის დამკვირვებელს უფლება არ მისცეს, რომ რეგისტრატორთან ახლოს მდგარიყო და ბიულეტენების გაცემის პროცესს დაკვირვებოდა.
|