ასპინძაში მერობის ორი და მაჟორიტარი დეპუტატობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა
მერობის ორი კანდიდატი და საარჩევნოდ რეგისტრირებული ცხრა პოლიტიკური სუბიექტი - ასეთი მდგომარეობაა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ასპინძის ოლქში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის 21 კანდიდატია რეგისტრირებული, მაჟორიტარები ხუთმა პარტიამ წარადგინა - „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „მესამე ძალა“ და „თავისუფალი საქართველო“.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ ლოლაძის თქმით, დარეგისტრირდა მერობის ორი კანდიდატი - გიორგი გიორგაძე „ნაციონალური მოძრაობიდან", რომელსაც ოპოზიცია მხარს უჭერს და მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე „ქართული ოცნებიდან“.
ასპინძის მუნიციპალიტეტში 23 საარჩევნო უბანია.