სამცხე-ჯავახეთში პრემიერ-მინისტრს ელიან
სამცხე-ჯავახეთს დღეს, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი მერობის კანდიდატებს წარადგენს.
რეგიონში სტუმრობას ბორჯომიდან იწყებს, სადაც ამომრჩევლებს 14:50 საათზე შეხვდება. 17:00 საათზეა დაგეგმილი ახალციხელებთან შეხვედრა, 17:50 საათზე კი ადიგენში. პრემიერი აბასთუმანსაც ეწვევა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობა.
ხვალ, 12 სექტემბერს ჩავა ასპინძაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში.
პრემიერის დასახვედრად მზადება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ახალციხის ცენტრალურ პარკში მოაწყეს სცენა, აბასთუმანში ამორტიზებული გზები შეაკეთეს.