N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის დაახლოებით, 18% შეადგინა. ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში 6 198–მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
N37–ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე სამი საჩივარია დაწერილი. თეა გავაშელის თქმით, არცერთი სერიოზული დარღვევა არ არის და შესაბამისად, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ ახალციხესა და ადიგენში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.
|