SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
არჩევნები
გამოკითხულთა 11%-ს ბოლო ერთ წელში საარჩევნო უბანთან ე.წ. ძველი ბიჭები შეუმჩნევია - ISFED
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და CRRC-მა კვლევა წარადგინა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 27%-ს საარჩევნო ბიულეტენის უბნის გარეთ გატანაზე სმენია, 11%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარედ ე.წ.ძველი ბიჭები შეუმჩნევია.

კვლევის მთავარი მიგნებების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კერძოდ, 50% ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 40% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია. თუმცა ასოციაციები არჩევნებთან მიმართებაში ხშირად არის უარყოფითი, კერძოდ, იმედგაცრუებასთან და არეულობასთან დაკავშირებული.

„ასევე, საქართველოში არჩევნების მიმდინარეობა იშვიათად ფასდება, როგორც დემოკრატიული. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ყველაზე ხშირად დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვა (19%) და შევიწროება (12%) აღიქმება;

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია უშუალოდ არჩევნების წინ წამოწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ვალების და ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებული ინიციატივები, რომლებიც მოსახლეობის აზრით, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე; კერძოდ, გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ საბანკო ვალებისა და ჯარიმების გაუქმება გავლენას ახდენს ამომრჩევლის არჩევანზე. ასევე, 67% ამბობს, რომ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე გავლენა აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრებზე, დასწრების იძულების თაობაზე მოსახლეობის 15%-ს სმენია. გარდა ამისა, 8%-ს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, ხოლო 2%-ს სოციალურმა მუშაკმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირადი ნომერი ან სხვა პირადი ინფორმაცია სთხოვა;

მოსახლეობის 12% ამბობს, რომ პირადად იცნობს ადამიანს, ვისაც ხმის მიცემის სანაცვლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირად სარგებელს დაჰპირდა პარტია, ხოლო 10% პირადად იცნობს ადამიანს, ვინც კონკრეტული პარტიისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ფული ან საჩუქარი მიიღო;

მოსახლეობის დიდი ნაწილი ხმის ფარულობის დარღვევას შესაძლებლად მიიჩნევს და 27%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სმენია შემთხვევის შესახებ, როდესაც ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო უბნის გარეთ გამოიტანა;

მოსახლეობის 16%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორები შეუმჩნევია. უმრავლესობისთვის პარტიების კოორდინატორების საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა მიუღებელია და დაახლოებით მესამედის აზრით, ეს ამომრჩეველთათვის შემავიწროებელ გარემოს ქმნის და გავლენას ახდენს ამომრჩევლის არჩევანზე;

მოსახლეობის 11%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ძველი ბიჭები” შეუმჩნევია და უმრავლესობისთვის ეს მიუღებელია.

მოსყიდვის სხვადასხვა ფორმების განხორციელება, ისევე, როგორც დაშინების ტაქტიკების გამოყენება პოლიტიკური პარტიების მხრიდან შესაძლებლად აღიქმება კვლევის მონაწილეთა უმეტესი ნაწილისთვის;

აღსანიშნავია, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდის დროს გაცემული დაპირებების, ასევე მოსყიდვისა და დაშინების შემთხვევების და არჩევნების დღეს პილიტიკური პარტიის მხრიდან ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობების თვალსაზრისით, ამომრჩევლის მოსაზრებები და გამოცდილება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს.

ანგარიში ეფუძნება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მონაცემები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეგროვდა. ინტერვიუები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე 3100 ზრდასრულ ადამიანთან ჩატარდა. მონაცემები წარმომადგენლობითია საქართველოს მოსახლეობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექვსი ფოკუს ჯგუფი სოციალურად მოწყვლად მოსახლეობასთან თბილისში, ზუგდიდში და სოფელ შილდაში. ასევე, ჩატარდა ექვსი ინტერვიუ საჯარო მოხელეებთან თბილისიდან, ზუგდიდიდან და სოფელ შილდიდან და ოთხი ინტერვიუ ბიზნესების წარმომადგენლებთან თბილისიდან და ზუგდიდიდან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ფონდ ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomzbahistipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPadişahbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetpradabettipobetcasibomorisbettipobet girişpusulabetpusulabetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabet girişpusulabet girişmatbetjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftmatbetmatbetmatbet girişmatbetnerobetcasibombetparkiptvcasibomcasibomnitrobahisyakabetcasibom girişcasibombetciobetcioultrabetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetholiganbetultrabetultrabetultrabetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomtipobet güncel girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibomcasibomSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobetdeneme bonusu telegramStreameast