ახალციხის პირველ საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:01 წუთზე მივიდა. კენჭისყრისთვის აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, კაბინაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და კონვერტი საარჩევნო ყუთში მოათავსა.
შოთა ანდღულაძის თქმით, იმედი აქვს, რომ ორი პარტიის წარმომადგენელს შორის საუკეთესო გაიმარჯვებს.
პირველ საარჩევნო უბანზე 1 255 ამომრჩეველია. საუბნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით შესრულდა. საკონტროლო ფურცლები მოთავსდა, როგორც ძირითად ასევე, გადასატან ყუთშიც, რომელიც ამომრჩეველთან ზუსტად 09:00 საათზე გავიდა.
აღნიშნულ უბანზე ადგილობრივები ირჩევენ, როგორც მაჟორიტარობის, ასევე ახალციხის მერობის კანდიდატსაც.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.
|