„მთავარი არხის“ ეგზიტპოლით ოპოზიცია, "იმედის" ეგზიტპოლით კი "ოცნება"იგებს
ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას - 51%-მა.
რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:
რუსთავი - დავით კირკიტაძე - 53%; ნინო ლაცაბიძე - 47%;
ქუთაისი - ხატია დეკანოიძე 53%, იოსებ ხახალეიშვილი - 47%;
ზუგდიდი - ანზორ მელია - 53%; მამუკა წოწერია - 47%;
ბათუმი - გიორგი კირთაძე 51%; არჩილ ჩიქოვანი - 49%.
ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია.
რადიკალურად სხვა შედეგებია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებში. 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას მხარი ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა:
ბათუმი - „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი - 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%;
ქუთაისი - "ქართული ოცნება", იოსებ ხახალეიშვილი - 51,9%, "ნაციონალური მოძრაობა", ხატია დეკანოიძე 48,1%;
რუსთავი - "ქართული ოცნება", ნინო ლაცაბიძე - 53,8%, "ნაციონალური მოძრაობა", დავით კირკიტაძე 46,2%.