“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, არჩევნების შედეგების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ვაჟა ჩიტაშვილმა მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ N44–ე ახალციხის ოლქში, ვაჟა ჩიტაშვილმა, “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი კოპაძე დაამარცხა.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ვაჟა ჩიტაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 44.92% მიიღო, ხოლო გიორგი კოპაძემ – 35.88%.
ჟურნალისტების ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ “ქართულ ოცნებაში”.
|