ადიგენის საარჩევნო ოლქში, ყველაზე მეტი ხმა ,,ქართულმა ოცნებამ” და გიორგი კოპაძემ მიიღო.

#38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 18 უბანზე 15 526 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. უბნებზე 10 061 მოქალაქე გამოცხადდა.
ჯაბა მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატებიდან, გიორგი კოპაძემ 4 125 ხმა მიიღო, ვაჟა
ჩიტაშვილმა კი 3 782.
პროპორციული სიით, ,,ქართული ოცნება” 4 606 ხმით ლიდერობს. ,,ერთიან
ნაციონალურ მოძრაობას” 3 833 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
|