„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“–ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხისა და ადიგენის ოლქში, საკუთრი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. გიორგი კოპაძემ ხმა ახალციხის 28–ე უბანზე მისცა.
კანდიდატი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოცხადდა. გიორგი კოპაძის თქმით, ხმა საქართველოს მომავალს და იმ ძალას მისცა, რომლისაც სჯერა.
შეგახსენებთ, რომ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილმა კანდიდატმა „თოფაძე–მრეწველები“–დან. ტარიელ ხაჩიძემ ხმა აგარის უბანზე მისცა.
თიკო კურტანიძე
|