„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“–მ ახალციხეში ერთი დარღვევა დააფიქსირა. #24–ე უბანზე ამომრჩეველი სააგიტაციო მასალით მივიდა.

“#44 მაჟორიტარული ოლქის (ახალციხე) #24 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ერთ-ერთი პარტიის სააგიტაციო მასალით გამოცხადდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა” – წერია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალემენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1000-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.
“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება 15:00 საათზე გამოქვეყნდება.
თიკო კურტანიძე
|