შუალედურ/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.
ნათია იოსელიანის განმარტებით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზეც“ შეუძლია, ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბნის შესახებ.
„მივმართავ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, სურვლის და საჭიროების შემთხვევაში, შეარჩინო მათთვის ყველაზე ხელსაყრელი და ადაბტირებული საარჩევნო უბანი და შესაბამისი ინფორმაცია დროულად მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას.
რაც შეეხება გადასატანი ყუთის საკითხს, ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, შეუძლია მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის კი მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას 21 აპრილის 18:00 საათამდე“, – აცხადებს ნათია იოსელიანი.
მისივე განმარტებით, წელს პირველად მარკირება ჩაუტარდება გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლებსაც.
29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.