17:00 საათის მონაცემებით, ახალქალაქის #1–ელ
უბანზე ამომრჩეველთა დაახლოებით 35%–იანი აქტივობა ფიქსირდება.
აქ რეგისტრირებული 1521 პირიდან საკუთარი არჩევანი 556–მა
მათგანმა გააკეთა. საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურება,
რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. ამ დროისათის, #40–ე
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა. #1–ელ
უბანზე კი ერთი განცხადება ,,მრავალეროვანი საქართველოს”
წარმომადგენლებმა დაწერეს. მათი თქმით, ამომრჩეველი, რომელმაც
საკუთარი პოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა,
ხმის მისაცემად უბანზეც მივიდა. განცხადების
საფუძველზე, აღნიშნულ ამომრჩეველს #1–ელ უბანზე კენჭისყრის
პროცესში მონაწილეობა აღარ მიუღია. განმეორებითი კენჭისყრის
შედეგების დათვლა 20:00 საათის შემდეგ დაიწყება.
17:00 საათის მონაცემებით, ახალქალაქის #1–ელ უბანზე
ამომრჩეველთა დაახლოებით 35%–იანი აქტივობა ფიქსირდება.
აქ რეგისტრირებული 1521 პირიდან საკუთარი არჩევანი 556–მა
მათგანმა გააკეთა. საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურება,
რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.
ამ დროისათის, #40–ე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში
საჩივარი არ შესულა. #1–ელ უბანზე კი ერთი განცხადება ,,მრავალეროვანი
საქართველოს” წარმომადგენლებმა დაწერეს. მათი თქმით,
ამომრჩეველი, რომელმაც საკუთარი პოზიცია გადასატანი ყუთის
მეშვეობით დააფიქსირა, ხმის მისაცემად უბანზეც მივიდა.
განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ ამომრჩეველს #1–ელ
უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა აღარ მიუღია.
განმეორებითი კენჭისყრის შედეგების დათვლა 20:00 საათის შემდეგ
დაიწყება.