ახალციხეში
ქალაქის თვითმმართველი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატები “ქართული
ოცნების” წარმომადგენელები არიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხმათა უმრავლესობით
კოალიციის მიერ წარდგენილმა 5–ვე კანდიდატმა გაიმარჯვა. აქედან,
მამუკა მელიქიძეს ნდობა უბნის ამომრჩეველთა 64,92 %–მა გამოუცხადა,
გელა პეტაშვილს – 66,7 %–მა, ამბარცუმ ბაბოიანს 53,7
%–მა, დავით ლომიძეს – 50,89 %–მა. თამარ გოგოლაძემ არჩევნებში
ხმათა 45,55 % მიიღო. მან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
კანდიდატთან ირაკლი ბარძიმაძესთან შედარებით უპირატესობა 110 ხმით
მოიპოვა, ხოლო “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის” კანდიდატთან
ოლეგ სანდროშვილთან შედარებით 436 ხმა მიიღო.
რაც შეეხება თვითმმართველი თემის მაჟორიტარ დეპუტატებს, 15–დან 3 მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია. გიორგი ტაბატაძემ, გიორგი ბლიაძემ და ამირან ბუხრიკიძემ ანდრიაწმინდის, ფერსისა და აგარის უბნებზე გაიმარჯვეს. დანარჩენი 12 მაჯორიტარი კი “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს. თვითმმართველი თემის მაჟორიტარი დეპუტატების სია ასე გამოიყურება:
1. გიორგი ზაქროშვილი ( “ქართული ოცნება” )– 46,37 %;
2. ამირან ბუხრიკიძე (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 47,69 %;
3. ტარიელ ტაბატაძე (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 44.14 %;
4. ალექსი ლაბაძე (“ქართული ოცნება”) – 70,16 %
5. იოსები კაპანაძე (“ქართული ოცნება”) – 37,89 %;
6. გელა ნოზაძე (“ქართული ოცნება”) – 46,17 %;
7. თეიმურაზ ბარძიმაძე (“ქართული ოცნება”) – 50,43 %;
8. არტაშეს ბალასანიანი – (“ქართული ოცნება”) – 74,23 %;
9. პაიცარ მანასიანი (“ქართული ოცნება”) – 61.34 %;
10. თეიმურაზ უჩიძე (“ქართული ოცნება”) – 48,79 %;
11. არუთუნ აგაბაბიანი (“ქართული ოცნება” – 72.61%;
12. ბესიკ გოგსაძე (“ქართული ოცნება”) – 56,25 %;
13. გიორგი ბლიაძე (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) – 45.55 %;
14. სედა ნახაპეტიანი (“ქართული ოცნება”) – 79.33 %;
15. მკრტიჩ გინოსიან (“ქართული ოცნება”) – 70.4 %.
|