ცესკოში 15 პარტია უკვე დარეგისტრირდა
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების მოსაპოვებლად 15 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. იმ პარტიების რეგისტრაცია, რომლებსაც უკვე ჰყავთ დეპუტატები პარლამენტში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა უნდა განხორციელდეს. ასეთი 13 პარტიაა, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
იმ პარტიებისთვის კი, რომლებსაც მოქმედ პარლამენტში არ ჰყავთ წარმომადგენლები, რეგისტრაციისთვის განცხადებების მიღების ვადა 15 ივლისს ამოიწურა.
1-ლი აგვისტოს მონაცემებით, ცესკოს რეგისტრაციისთვის 28-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, საიდანაც 15 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, ხოლო 12 რეგისტრაციის პროცედურას გადის, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” პარტიას კი რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
უკვე დარეგისტრირებული პარტიებია:
1. პარტია “საქართველო”
2. პარტია “მესამე გზა”
3. პარტია “გახარია საქართვრლოსთვის”
4. პარტია “ჩვენი ერთიანი საქართველო”
5. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
6. სოციალ-დემოკრატიული პარტია
7. “სამართლიანობისთვის”
8. “თავისუფალი საქართველო”
9. “მემარცხენეთა ალიანსი”
10. “ანა დოლიძე- ხალხისთვის”
11. “შეცვალე საქართველო”
12. “დემოკრატთა ალიანსი”
13. “ტრიბუნა”
14. ” მწვანეთა პარტია”
15. “თავისუფალი არჩევნები -ახალი ალტერნატივა”
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნა აკრძალულია.