#37–ე
ახალციხის საარჩევნო ოლქის 20:00 საათის მონაცემებით, ახალციხის
მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 16 869 ამომრჩევლმა გააკეთა,
რომელმაც საერთო რაოდენობის 48,94 % შეადგინა.
ოლქის თავმჯდომარის თეა გავაშელის განმარტებით, შეიძლება თქვას, რომ კენჭისყრის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
საოლქოში 6 საჩივარია შესული. აქედან ორი “სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების” წარმომადგენელმა დააფიქსირა, სამი – “ნაციონალური მოძრაობის”, ხოლო ერთი – “სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის” წარმომადგენელმა.
|