არჩევნები
ანტონ ობოლაშვილმა პარტიულ ოფისებს არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
სამცხის მაჟორიტარი დეპუტატმა ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის პარტიულ ოფისებში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ პარტიულ ოფისებს ინფორმაცია გააცნო. ანტონ ობოლაშვილის თქმით, სამშობლოსთვის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
,,26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, აუცილებელია მჭიდრო კავშირი მოსახლეობას და პარლამენტს შორის და მისი გაძლიერებისთვის შემოღებული იქნა დელეგატის ინსტიტუტი, რომლებიც იქნებიან რეგიონის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.
დიდი იმედი მაქვს ჩემი ახალციხელების, ბორჯომელების, ასპინძელების და ადიგენელების, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოგვიცხადებენ ნდობას და მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წარმატებას.
ჩემთვის მნიშვნელოვანია დავიცვა ჩემი რეგიონის მოსახლეობის ინტერესები, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში" - აღნიშნა სამცხის დეპუტატმა.
15 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის 22 დელეგატი წარადგინა. სამცხე-ჯავახეთში დაასახელა მოქმედი დეპუტატები - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი ანტონ ობოლაშვილი, ახალქალაქი-ნინოწმინდა სამველ მანუკიანი.
გააზიარეთ :