ცესკოს სპიკერის, ეკა აზარაშვილის
განცხადებით 15:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის
მასშტაბით, 992 712-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო
რაოდენობის 28.94 %-ია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა
32% იყო.
ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა 16:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ასევე განაცხდა, რომ არჩევნების ჩაშლის გამო ზუგდიდის საარჩევნო ოლქის, ანაკლიის 32-ე უბანზე ხელახალი კენჭისყრა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება.
ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ცესკო 17:30 საათზე გამოაცხადებს.
|