15:00
საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ახალციხეში 11
733–მა პირმა მიიღო, რაც ამრჩეველთა 34%–ს შეადგენს.
#37–ე ახალციხის საოლქო კომისიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით ოლქში 3 საჩივარია შესული:
#23–ე ფერსისა და #12–ე აგარის საარჩევნო უბნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს არ მიეცა საშუალება ჩაენაცვლებინა ამავე პარტიის წარმომადგენელი, რომელიც გადასატან ყუთს გაჰყვა. გარდა ამისა, მათ აუკრძალეს ფოტო–ვიდეო გადაღება, რაც ცესკოს 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილებას ეწინააღმდეგება.
მესამე საჩივარი 14 ივნისს დაიწერა, რომელიც მე–15 უბანზე, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა შეადგინა. საჩივრის მიხედვით კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები სახლში წაიღო.
|