სხვილისის 34–ე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს
მარკირება საჩვენებელ თითზე გაუკეთა. ფაქტი “სამართლიანი არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელმა
დააფიქსირა, რომელმაც შესაბამისი საჩივარი დაწერა. საჩივარში
მოითხოვა, რომ ხმის მიცემა კანონის დაცვით მოხდეს და რეგისტრატორმა
ამომრჩეველს მარკირება ცერა თითზე გაუკეთოს. არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ აღნიშნული დარღვევით, ხმა
შესაძლოა სხვა ამომრჩევლებმაც მისცეს. საუბნო კომისიის თავმჯდომარე
ნოდარ პაპიძე ირწმუნება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კანონდარღვევა არ
ყოფილა, რადგან საარჩევნო კოდექსის 64–ე მუხლის შესაბამისად
ამომრჩეველს, შეიძლება გაუკეთდეს მარკირება, როგორც ცერა, ასევე
საჩვენებელ თითზეც. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელის განმარტებით კი ეს მხოლოდ
იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ ამომრჩეველს ცერა თითი არ აქვს. გულნაზი
პაპიძეს, რომელსაც მარკირება საჩვენებლ თითზე გაუკეთდა, ეს პობლემა არ
ჰქონდა.
სხვილისის
34–ე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება საჩვენებელ თითზე
გაუკეთა. ფაქტი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების” წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომელმაც შესაბამისი
საჩივარი დაწერა. საჩივარში მოითხოვა, რომ ხმის მიცემა კანონის
დაცვით მოხდეს და რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება ცერა თითზე
გაუკეთოს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარაუდობს,
რომ აღნიშნული დარღვევით, ხმა შესაძლოა სხვა ამომრჩევლებმაც
მისცეს.
საუბნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ პაპიძე ირწმუნება, რომ აღნიშნულ
შემთხვევაში კანონდარღვევა არ ყოფილა, რადგან საარჩევნო კოდექსის 64–ე
მუხლის შესაბამისად ამომრჩეველს, შეიძლება გაუკეთდეს მარკირება,
როგორც ცერა, ასევე საჩვენებელ თითზეც.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების” წარმომადგენელის განმარტებით კი ეს მხოლოდ იმ
შემთხვევაშია დასაშვები თუ ამომრჩეველს ცერა თითი არ აქვს. გულნაზი
პაპიძეს, რომელსაც მარკირება საჩვენებლ თითზე გაუკეთდა, ეს პობლემა არ
ჰქონდა.