ცესკოს
ინფორმაციით, ახალქალაქის მე-4 უბანზე, დღეს დილით უბნის გახსნამდე
გულის შეტევით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ლევონ
საპონჯიანი გარდაიცვალა. ცენტრალური საარჩევნო კომისიმ
გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. ამის შესახემ ცესკოს პრესსპიკერმა
ეკა აზარაშვილმა 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო . როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.
|