#2 ახალციხის უბანზე “ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის” წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. ივერი ბალახაშვილმა
მიიჩნია რომ უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ერთ–ერთმა ხანდაზმულმა
ქალბატონმა ხმის მიცემა ვერ შეძლო, იქვე მდგომმა ამომრჩეველმა კი
მას ბიულეტენები გამოართვა, ჰკითხა ვინ უნდა შემოეხაზა და კაბინაში
მარტო შევიდა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კი ეს
დარღვევად ჩათვალა. #2 ახალციხის საუბნო კომისიის თავმჯდომარე
განმარტავს, რომ აღნიშნული დარღვევა არ იყო, რადგან
ქალბატონს ხმის მიცემა ფიზიკურად არ შეეძლო. “ქალბატონი კაბინაში
შევიდა, იტრიალა, ვერ მისცა ხმა და მერე იქვე მდგომ ბიჭს
დახმარება სთხოვა: ვერ ვაკეთებ და დამეხმარეო. იმ ბიჭმა აიღო
ბიულეტენი და ქალმა ყურში უჩურჩულა ვინ უნდა შემოეხაზა. შევიდა
კაბინაში, შემოხაზა და გამოიტანა” – განმარტა საუბნო კომისიის
თავმჯდომარემ მარინა თოთაძემ. მისივე თქმით, კომისიამ და
დამკვირვებლებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ფაქტი
დარღვევა არ იყო.
#2
ახალციხის უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. ივერი ბალახაშვილმა მიიჩნია რომ
უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ერთ–ერთმა ხანდაზმულმა
ქალბატონმა ხმის მიცემა ვერ შეძლო, იქვე მდგომმა ამომრჩეველმა კი
მას ბიულეტენები გამოართვა, ჰკითხა ვინ უნდა შემოეხაზა და კაბინაში
მარტო შევიდა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კი ეს
დარღვევად ჩათვალა.
#2 ახალციხის საუბნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ
აღნიშნული დარღვევა არ იყო, რადგან ქალბატონს ხმის მიცემა
ფიზიკურად არ შეეძლო.
“ქალბატონი კაბინაში შევიდა, იტრიალა, ვერ მისცა ხმა
და მერე იქვე მდგომ ბიჭს დახმარება სთხოვა: ვერ ვაკეთებ და
დამეხმარეო. იმ ბიჭმა აიღო ბიულეტენი და ქალმა ყურში უჩურჩულა
ვინ უნდა შემოეხაზა. შევიდა კაბინაში, შემოხაზა და
გამოიტანა” – განმარტა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ
მარინა თოთაძემ. მისივე თქმით, კომისიამ და
დამკვირვებლებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ფაქტი
დარღვევა არ იყო.