ახალციხის ცენტრში "ქართული ოცნების" შეხვედრა დაიწყო
წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა მამუკა მდინარაძემ გახსნა.
"აქ მცხოვრებმა ქართველებმა, ეთნიკურმა მოსახლეობამ ზუსტად იციან რომ მათ სამშობლოს ვერავინ წაართმევს. ბოლო წლებია პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური მაჩვენებლით ევროპაში. ადვილი წარმოსადგენი არ იყო რომ ასეთი შედეგები იქნებოდა ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში"-განაცხადა მდინარაძემ გამოსვლისას.
მდინარაძესთან ერთად მოსახლეობას მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა. მათ გააკრიტიკეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები და თორმეტი წლის წინანდელი ყოფილი ხელისუფლების პერიოდიც გაიხსენეს.
ახალციხეშია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც და პარტიის სხვა ლიდერები. პარტიულ შეხვედრაზე საჯარო მოხელეების, სკოლების, ა(ა)იპ-ებისა თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზება და ახალციხეში ჩამოყვანა რეგიონის მასშტაბით მოხდა სამარშუტო ტაქსებით.
ქალაქში რამდენიმე დღით ადრე გადაიკეტა ცენტრალური ქუჩებიც. პარტიულ შეხვედრაზე მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველებიც. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტიც.