#32–ე
ახალციხის უბნის კომისიის წევრები ჯიმშერ გოგოლაურს ზეწოლაში
ადანაშულებენ. საუბნო კომისიის თავმჯდომარე ვეფხია დიაკონაშვილი
ირწმუნება, რომ ჯიმშერ გოგლაური, რომელმაც “სახალხო მოძრაობა –
ცესკოს” აკრედიტაცია წარადგინა, კომისიის წევრებს
დაემუქრა.
“იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად არ ჩატარდებოდა, იმუქრებოდა, რომ ორი წლით ციხეში ჩაჯდებოდნენ კომისიის წევრები. მსგავსი არაფერი ხდება. პროცესი მშვიდ ვითარებაში კანონის დაცვით მიმდინარეობს” – განაცხადა ვეფხია დიაკონაშვილმა.
საუბნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ჯიმშერ გოგოლაურმა უბანი მისი თხოვნის შემდეგ დატოვა.
“ეს არის სრული სიცრუე. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რონ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და შევეცადოთ არ გაყალბდეს და პასუხისგება, რომ არ მოგიწიოთ კანონის ფარგლებში–მეთქი. ეს იყო და ეს. არვიცი ვის დავალებებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარე და რა ინტერესი გააჩნიათ ეს უკვე მეორე თემაა ” – აცხადებს “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სამცხე–ჯავახეთის რეგიონული შტაბის კოორდინატორი. ჯიმშერ გოგოლაური აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს.
#32 ახალციხის უბანზე ხმას 1048 ამომრჩეველი აძლევს.
|