ახალციხის #32–ე საარჩევნო უბანზე
რეგისტრირებულმა უხუცესმა ქალბატონმა საკუთარი პოზიცია უკვე
დააფიქსირა. 104 წლის სონია დოშოიანმა ხმა თამარაშვილის ქუჩის 7
ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში გადასატანი ყუთის მეშვეობით
მისცა. მან მხოლოდ ხელის მოწერა შეძლო. არჩევანის გაკეთებაში
ხანდაზმულ ქალბატონს შვილი დაეხმარა.
“ყველაზე მხცოვანი ამომრჩეველი გვყავს. თვითონ ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება და თავისი 78 წლის შვილი დაეხმარა” – აღნიშნა კომისიის წევრმა.
ცისანა დიაკონაშვილის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შენიშვნების წიგნში შეიტანენ, სადაც განმარტებული იქნება, თუ რატომ ვერ შეძლო ამომრჩეველმა ხმის მიცემა დამოუკიდებლად.
32–ე უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას 17 ამომრჩველი აძლევს. ერთიან სიაში უბანზე 1048 ამომრჩეველია, სპეციალურ სიაში – 7.
|