ახალციხის
საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. #37–ე ახალციხის
საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარის განმარტებით, ყველა უბანი
დროულად გაიხსნა და არანაირ დარღვებას ადგილი არ ჰქონია.
“ამ ეტაპზე დარღვევები არ დაფიქსირდა. პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, ყოველგვარი კანონის დაცვით” – აღნიშნა ელგუჯა გოზალიშვილმა “მეცხრე არხთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერს, გამგებელს და საკრებულოს წევრს ირჩევს.
სამცხე–ჯავახეთში – 118,606 ამომრჩეველია: ბორჯომში – 26,681; ახალციხეში – 34,467; ადიგენში –15,426; ასპინძაში – 9,710; ახალქალაქში – 38.016 და ნინოწმინდაში – 20,960.
|