"გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა
წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა სამცხე-ჯავახეთში ბრიფინგი გამართა.
ჟურნალისტებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ორი თვის განმავლობაში რეგიონში არაერთი დარღვევა გამოვლინდა.
ისაუბრა სუს-ის მხრიდან თვალთვალსა და მოქალაქეების კონტროლზე, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე. მისი თქმით, შეუძლებელია ობიექტურად ჩაითვალოს პროცესი, როცა „ქართული ოცნების“ დელეგატის სუმბატ კიურეღიანის მამა სეირან კურეღიანი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.
ხორგუანმა რეგიონის საჯარო მოხელეებს მოუწოდა, ემსახურონ ხალხს და არა კონკრეტულ პარტიას, არ შეასრულონ ხელმძღვანელების უკანონო დავალებები, როგორიცაა ოჯახის წევრების აღრიცხვა და მათი პირადი მონაცემების შეგროვება.