სამცხე-ჯავახეთში 188 საარჩევნო უბანია
სამცხე–ჯავახეთში 188 საარჩევნო უბანია, 75–ზე არჩევნები ძველი წესით ჩატარდება, 113–ზე კი ელექტრონულად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეგიონში 143 587 ამომრჩეველია, მათგან ყველაზე მეტი ახალქალაქში, ყველაზე ნაკლები ასპინძაში.
ამომრჩეველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით:
ბორჯომი – 26 643;
ახალციხე – 33 535;
ადიგენი – 15 418;
ასპინძა – 9 771;
ახალქალაქი – 37 496;
ნინოწმინდა – 20 724;
არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობს. კენჭისყრის პროცესს 110 ადგილობრივი და 64 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს.
პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.