ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები, იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა - IRI-ს სადამკვირვებლო მისია
"2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას. ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ სივრცეს საარჩევნო სუბიექტებისთვის არჩევნებამდე" - აცხადებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] წარმომადგენელი დენ ტვაინინგი საარჩევნო მონიტორინგის შედეგების წარდგენისას.
ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მარგარეტა სედერფელტის თქმით, ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ თავისი კამპანიის გასაძლიერებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენა
"კენჭისყრის დღესთან საკმაოდ ახლოს, ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისათვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ასევე შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა. და ამისათვის გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნამდვილად ნათელი. გარდა ამისა, ქართული ოცნება აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს, იყო დაშინება რომ თუკი ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, თითქოს შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას.
უნდა აღინიშნოს ცესკო-ს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება, ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო კომისიების მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია", - აღნიშნა მან. ["ფორმულას" სინქრონული თარგმანი].