SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
არჩევნები
რა დარღვევები გამოვლინდა არჩევნების დღეს - "სამართლიანი არჩევნების" ანგარიში
არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 - საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 - საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

„სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში - 104 საჩივარი (ასევე, დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში). საოლქო საარჩევნო კომისიებში - 189 საჩივარი (214 ფაქტთან დაკავშირებით). ცესკოში - 1 საჩივარი.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები ძირითადი კატეგორიების მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების გაცემის საკითხი, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა, მარკირების პროცედურის დარღვევა.

კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (323). კერძოდ, ბიულეტენების ჩაყრა (2); მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12); დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება(30); მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76); ხმის ფარულობის დარღვევა (76); გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22); ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17); სხვა დარღვევები (62); საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26)"
-განაცხადა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ასევე იყო საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (167). კერძოდ, კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების 31%); სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნების (25 - საარჩევნო უბნების 11%); ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 - საარჩევნო უბნების 19%); ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 - საარჩევნო უბნების 13%).

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია წარმოადგენდა 1,000-მდე მოკლევადიან დამკვირვებელს უბნის შიგნით, 231 დამკვირვებელს უბნის გარე პერიმეტრზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელს, 85 მობილურ ჯგუფს, 23 იურისტს და 32 ოპერატორს, რომლებიც ფარავდნენ 73 საარჩევნო ოლქს. დაკვირვებისას გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის შეგროვება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნებიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.

მისივე თქმით, ამ არჩევნების მთავარი ცენტრალური პრობლემა ხმის მიცემის ფარულობა, ზეწოლა, ნების კონტროლი იყო.

„ჩვენც გვაქვს შეკითხვები ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სკანერის აპარატს, იქ ხელით გადათვლა იყო და მეტ-ნაკლებად არის დაკვირვების შესაძლებლობა. ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩატვირთვის პროცესს და ასევე, აუდიტის პროცესს ჩვენ არ დავსწრებივართ. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით გვაქვს. ჩვენ ცესკოსთან გვქონდა არჩევნებამდე მოთხოვნა, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო აუდიტი, ისე რომ, ის გამჭვირვალე, სანდო ყოფილიყო. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩატარდა აუდიტი. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რასაც ცესკო გასცემს. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით გვაქვს“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, იზიარებენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პოზიციას, რომ მასშტაბურად მოხდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რომელიც არის ფუნდამენტური უფლება.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomzbahistipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPadişahbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet giriştimebetpradabetultrabetcasibomorisbettipobet girişpusulabetpusulabetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabet girişpusulabet girişjojobet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetnerobetcasibomganobetiptvcasibomcasibomnitrobahisbetnanocasibom girişcasibombetbigobetbigoaresbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisjokerbetbets10aresbetaresbetaresbetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibomcasibomSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobetdeneme bonusu telegramStreameast