ახალციხეში საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამეს
# 37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა და შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მონაწილეობა მიიღო 21 572 ამომრჩეველმა, აქედან ძირითად პარტიებზე ხმები ასე გადანაწილდა:
კოალიცია ცვლილებებისთვის - 2 230;
ნაციონალური მოძრაობა 2310;
ლელო - 1 359;
გახარია - 1 059;
ქართული ოცნება - 13 125.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები. მათი განმარტებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ოქმის მონაცემები არ ასახავს რეალობას.