„ნაციონალური მოძრაობის“
ერთ–ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტიული სია
დატოვა_ამის შესახებ ადგილობრივი ტილივიზიისა და პრესის
წარმომადგენლებს, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა
აცნობა.
გელა დემეტრაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მალხაზ ივანიძემ მას, კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ აცნობა. აღნიშნულს კი იმ მოტივით ხსნიდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატზე, ვისგან და რა ფორმით ხდებოდა ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ვერ საუბრობს. გელა დემეტრაძისთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა.
მალხაზ ივანიძე ქალაქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს ცხრა აპრილის, რუსთაველისა და საბარგო სადგურის ქუჩებზე იყრიდა.
აღნიშნულ ქუჩებზე, თვითმართველობის არჩევნებისათვის “ნაციონალური მოძრაობა” წარმომადგენლის გარეშე იბრძოლებს, რადგან საარჩევნო ოლქში კანდიდატთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.
“ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალციხის მერობის კანდიდატი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ წინა საარჩვენო კამპანიის ჩატარება მას რთულ პირობებში უხდება.
|