“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” დღეს ბორჯომში
გამგებლობის კანდიდატი წარადგინა. 15 ივნისის თვითმმართველობის
არჩევნებზე გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კოლიციის
სახელით, დიმიტრი ყიფიანი იბრძოლებს.
იგი დღემდე გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეა. დიმიტრი ყიფიანის კანდიდატურა დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ წარადგინა
„ ის არის მონდომებული, წესიერი, ჭკვიანი, თავისი ქვეყნის და თავისი კუთხის მოსიყვარულე ადამიანი, პროფესიონალი“ – ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ბორჯომის მუნიცპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი.
დიმიტრი ყიფიანმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
„არჩევნების შემდეგ დაგეგმილია ბორჯომში დარჩენილი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, ბაგა–ბაღების რეაბილიტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება ახალი ერთეულით. ასევე დაგეგმილია ყველა იმ სოციალური პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და დასამთავრებელია“ – აღნიშნა მედიასთან დიმიტრი ყიფიანმა.
დღესვე გახდა ცნობილი ქალაქსა და სოფლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ვინაობაც.
„ქართულ ოცნებამ“ გამგებლობის კანდიდატები ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში წარადგინა. ვინ იბრძოლებს კოალიციის სახელით გამგებლის პოსტის დასაკავებლად ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”
|