„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ივერიელის ქუჩის მოსახლეობას ივანე გვარამაძემ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივებს ქალაქის კეთილმოწყობის საკუთარი ხედვა შესთავაზა.
მერობის კანდიდატის მთავარ პრიორიტეტს ახალციხეში სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. კითხვაზე – როგორ აპირებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ შესასრულებელ სამუშაოებში ჩარევას? – ივანე გვარამაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, პრობლემა მარტივად გადაწყდება.
ივანე გვარამაძესთან ერთად, მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო პარტიის ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა გორგოძემაც.
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალციხის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობას არჩევნებამდე ყოველდღიურად შეხვდება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.
|